ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თხუთმეტი პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. „თავდაპირველად 16-მა პარტიამ მიმართა. თუმცა, პარტია „ვადამდელი არჩევნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა, მეორე დღეს კი ამ პარტიამ პარტიული სიის რეგისტრაცია გააუქმა. ჯამში, დღესდღეობით, რეგისტრირებულია 15 პოლიტიკური პარტია“, – გვითხრა #70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ.
დარეგისტრირებული სიების მიხედვით, ამ საარჩევნო ოლქში, პროპორციული სიით, 475 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის 218 ქალია; ხოლო მაჟორიტარული სიით – 28 კანდიდატი, აქედან 7 ქალია რეგისტრირებული. პროპორციულ სიებში კუ გენდერული ბალანსი თითქმის დაცულია.
პროპორციულ სიებში არიან ფოთელებისთვის როგორც ცნობილი, ისე ახალი სახეეები. ზოგი პოლიტიკური სუბიექტის სია დაკომპლექტებულია არა პოლიტიკური გამოცდილების მქონე პროფესიონალი ადამიანებით, არამედ ოჯახის წევრებით – მეუღლე, შვილი, ბიძაშვილი, ნათლული, ცოლისა და შვილის მეგობრები და ასე შემდეგ.…
პროპორციულ სიებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან წარმოდგენილნი, მათ შორის, -ექიმი, ბიზნესმენი, მეწარმე, მასწავლებელი, სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლები.
ფოთელი ამომრჩევლები ამბობენ, რომ საარჩევნო სიახლეებისა და პარტიული სიების შესახებ ინფორმაცია არ გაჩნიათ. საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებებია შესული. მაგალითად, ფოთის საარჩევნო ოლქში, ადრე არსებული ათი მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, წელს ხუთია.
სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა უცვლელია – 41 075. წელს, კანონის შესაბამისად, ცვლილებაა – ხუთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია: ნაბადის 2, მალთაყვის 2, კუნძულის 2 და ცენტრის 1 საარჩევნო ოლქები, სადაც პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები იყრიან კენჭს“.
პარტიული სიების მსგავსად, ზოგიერთი მაჟორიტარი კანდიდატიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად ცნობილია. ბევრი ყოფილი და მოქმედი საკრებულოს წევრია.
უპრეცედენტოდ გაიზარდა საკრებულოს წევრთა რაოდენობაც – 25-ის ნაცვლად, წელს ფოთის საკრებულოს 35 წევრი ეყოლება. „პარტიების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. საოლქოშიც და უბნებზეც ვართ კომისიის 17 წევრი, – სამი ცენტრალური კომისიის მიერ არჩეული, ხუთი კომისიის მუდმივი წევრი, დანარჩენები კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან. ანალოგიური ხდება საუბნო კომისიებშიც“, – გვითხრა როდონაიამ.
ინგა გვასალია, ფოთი
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.
ავტორისავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს
ფონდ ”ღია საზოგადოება–საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.