ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში დღეს „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოფიციალურად გახსნა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა “აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუ ოღლუ , Nike Ema-ს რეგიონული დირექტორი კანერ სოიტასი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორიცაა New Balance და Under Armour. ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება.

„როდესაც საძირკველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას, კარგად მახსოვს, რომ მაშინ არსებობდა სკეპტიციზმი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ასეთ ტრიალ მინდორში ასეთი ინვესტიციების განხორციელება ასეთ დროში. თუმცა, დღეს ჩვენ აქ ვართ და ეს არის მართლაც თვალსაჩინო მაგალითი და დადასტურება, რომ ბიზნესი ვითარდება იქ, სადაც არსებობს ამის სურვილი და სწორი ხედვა. სადაც არსებობს წარმოების რწმენა, რომ ასეთ საწარმოში ჩადებული ყოველი ლარი არა მხოლოდ აქ დასაქმებული ადამიანების, არამედ საბოლოო ჯამში, ყოველი მოქალაქის კეთილდღეობას მოხმარდება“- განაცხადა საწარმოს გახსნის ცერემონიაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.

“აჭარა ტექსტილი“ 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომპანიას ბათუმსა და ქობულეთში უკვე აქვს ორი სამკერვალო ქარხანა, სადაც 2500 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით აშენდა,