ხუთ. ნოე 21st, 2024

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მსხვერპლით დასრულდა. როგორც ადგილიდან ერთ-ერთმა თვითმიხლველმა msnews.ge-ს ჟურნალისტს აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე).