უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ამ მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებენ.ფოთის წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერისიმედი“ შეასრულებს.
პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტის ღირებულებას 1 340 268 ლარი შეადგენს.სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება.
სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზს კომპანია „ COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia” ააშენებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარი გახლავთ. სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს.
ასევე ხელშეკრულება გაფორმდა ჰოლანდიურ კომპანია „TAHAL Group BV”-თან. პროექტის ფარგლებში, ფოთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები. სამუშაოების ღირებულებას 89 943 800 ლარი შეადგენს.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლის 31 ივლისს დასრულდება.