სამ. დეკ 3rd, 2024

ფოთის ახლადარჩეული მერი, გოჩა კურდღელია დღეიდან შეუდგა უფლება-მოვალეობის შესრულებას. კურდღელიამ დილიდანვე დაიწყო თანამშრომლების
გაცნობა და გასაუბრება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ახლადარჩეული მერი პირველივე სამუშაო დღიდან აპირებს საკადრო ცვლილებებით დაწყებას და 5 საათისთვის გეგმავს ახალი მერის მოადგილეების კანდიდატების წარდგენას. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვიცე მერად მამუკა პაპასკირი დასახელდება და მერის მოადგილედ კი ირაკლი თოფურია. თანამდებობიდან გაათავისუფლდნენ ვიცე მერი -ლევან ჩოჩია და მოადგილე- ნიკოლოზ გრიგორია.

თუ ვინ იქნებიან სხვა სამსახურების ხელმძღვანელები ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.