ხუთ. ნოე 21st, 2024

მას მერე რაც ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩვენებმა ჩაიარა და მმართველობაში კვლავ

“ქართული ოცნება” დარჩა, აქტუალური გახდა საკითხი,ვინ “ჩაიბარებს” ფოთის საკანონმდებლო ორგანოს მმართველობით იერარქიას. სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნებიდან” ირაკლი კაკულია მოიაზრება #6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ.

მან წინასაარჩევნო პერიოდში დატოვა მერის პოსტი და კულისებიდან „აქტიურად“ ჩაება კურდღელიას წინასაარჩევნო კამპანიაში. სავარაუდოდ საკრებულოს პირველი სხდომა 16-17 ნოემბერს გაიმართება. მანამ კი როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი უმრავლესობაში საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს კომისიების გადანაწილება და ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან თუ რომელ დეპუტატს ჩააბარონ ესა თუ ის კომისია. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატზეც “ოცნება” ისევ აზრთა სხვადასხვაობის რეჟიმშია. უმრავლესობის ერთ ნაწილს ყოფილი მერი ირაკლი კაკულია სურს თავმჯდომარედ, დარჩენილ ნაწილს, კი სხვა კანდიდატები ჰყავს შერჩეული – ოლეგ ნაჭყებია და დავით კვიციანი. ორივე მათგანი კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას.

ხოლო რაც შეეხება ირაკლი კაკულიას, მისი მტკიცებით ასეთ გაურკვევლობას ადგილი არ აქვს პარტიაში, ის თავდაჯერებული და დარწმუნებულია მის არჩევაში.