ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ პირველივე დღესვე უპოვართა სასადილო მოინახულა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო.
ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის, პროგრამის მიხედვით, 230 000 ლარია განსაზღვრული, სადაც ყოველდღიურად 230 ბენეფიციარი იკვებება, 25 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ.
ქალაქის მერის განცხადებით, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ფოთის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც პროგრამებსა და სამომავლო გეგმებში ნათლად აისახება.
„2012 წლის შემდეგ, სოციალური პროგრამების რაოდენობა ფოთში საგრძნობლად გაიზარდა. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.