შაბ. დეკ 7th, 2024

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 67 106 ლარის დახმარება გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 47 ბენეფიციარზე 22 106 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით 6 ბენეფიციარზე – 900 ლარი გაიცა.

დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. 198 მრავალშვილიან ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 19 800 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 1 ოჯახზე – 300 ლარი; 49 ბენეფიციარზე 7950 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების (მათ შორის 4 დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანი) დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 1 ოჯახზე 250 ლარი. ასევე დაფინანსდა გარდაცვლილ დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 3 ოჯახი 600 ლარით და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 28 ოჯახზე 4250 ლარი.

დახმარებები გაიცა შშმ პირებზე სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით – 44 ბენეფიციარზე 8800 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით – 11 ოჯახზე 2200 ლარი დაიხარჯა. ყრუ-მუნჯების და „ჩერნობილელთა“ დახმარების პროგრამით 4 ბენეფიციარზე 800 ლარი.