ხუთ. ნოე 21st, 2024

საქართველოში პირველად ფოთში, 3 ივლისს სუპერთასს, ჩემპიონთა და ევროპის თასებს ჩამოიტანენ და თეატრის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განათავსებენ,

სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მივიდეს და ფოტოები გადაიღოს. პარალელურად მოეწყობა მინი სპორტული მოედანი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ითამაშონ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, რომელიც ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს თბილისში, დინამო-არენაზე უნდა გაიმართოს, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო – სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ლიგის თასი ჩამოვა.

სუპერთასის ფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დესპანი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გახლავთ.