ფოთის მერიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური შტაბია შექმნილი. ფოთის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ფოთის მუნიციპალიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს დახმარება გაუწიოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
დილიდანვე, ფოთის მერიაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამაშველო და მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გაემგზავრებიან დედაქალაქში.