ორშ. დეკ 9th, 2024

„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ფოთში, აგვისტოს მემორიალთან  საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები მონაწილეობდნენ.

“რამდენიმე დღეა უკვე რაც ვუერთდებით სააქციო პოლიფონიას და ვცდილობთ აქედან გავაგონოთ სხვადასხვა რეგიონის ადამიანებს , რომ ფოთიდანაც ვაქტიურობთ და ვაპროტესტებთ ამ კანონს. დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერდა, რომ ემხრობიან ევროპულ მომავალს, მაგრამ ისინი არ აპირებენ გაიწვიონ “რუსული კანონი” . ვეწინააღმდეგებით ამგვარ მოქმედებას და ჩვენ ვამბობთ “არა რუსულ კანონს”. გვინდა, რომ ჩვენი საგარეო კურსი იყოს,მთლიანად ევროპისკენ მიმართული და არ გვსურს ხვალ გავიღვიძოთ ,საბჭოთა კავშირში,” -განაცხადა აქციის მონაწილე ანა კუბეციამ.

აქციის მონაწილეების განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.