ქუთაისში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივითა და მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია ,,დანიური წარმატებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სკოლებში მომავალი განვითარებისათვის” გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საჯარო სკოლების 400-მდე მასწავლებელმა და დანიელი უმაღლესი საფეხურის 7-მა მასწავლებელმა მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენციაზე დანიელმა და ქართველმა სკოლის მასწავლებლებმა განიხილეს და ერთმანეთს სასკოლო სისტემაში ინკლუზიურობის, საკლასო დიალოგის, მოსწავლეთა კონსულტაციისა და ციფრული წიგნიერების შესახებ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტის მაია კობახიძის განმარტებით: „პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა დაიწყო 2017 წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადებულია 320-ზე მეტი მასწავლებელი, საქართველოს 148 სკოლიდან და დღევანდელი მდგომარეობით 700-ზე მეტმა მასწავლებელმა დანიური წარმატებული მეთოდოლოგია და პრაქტიკა დანერგა საგაკვეთილო პროცესში“.
„მრავალწლიანი თანამშრომლობა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მათ შორის ამ საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში კიდევ, ერთხელ შევაჯამოთ, რა ურთიერთობა, რა თანამშრომლობა დავაგროვეთ. დანიური მეთოდოლოგია, პრაქტიკა, რომელიც მიმდინარეობს და რომლითაც ხელმძღვანელობენ უკვე ჩვენი მასწავლებლები სრულ შესაბამისობაშია ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან“.- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციაზე ფოთელი პედაგოგებიც ღებულობდნენ მონაწილეობას.