ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთის ვიცე მერად კოტე თოფურია ოფიციალურად წარადგინეს. თოფურია აღნიშნულ თანამდებობაზე კერძო ბიზნესიდან მოვიდა. ის 2014 წლიდან დღემდე შპს „ნაზვრევის“დირექტორი გახლდათ. თოფურიას საჯარო სამსახურში რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისათვის. დარწმუნებული ვარ ჩვენ მოკლე დროში შევძლებთ არსებული პრობლემების საფუძვლიანად შესწავლას და მათ გადაწყვეტის გზების დაგეგმვას. ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა.დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი ამას შეძლებს და ყველაფერს გააკეთებს, მოსახლეობამ დაინახოს, რომ ქალაქში დაიწყო ცვლილებები“_ განაცხადა ჟურნალისტებთან კოტე თოფურიამ.

ვიცე მერის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერის მოადგილე ირაკლი თოფურიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. თოფურიას წასვლას თვითმართველობაში საკადრო ცვლილებები მოჰყვა. ვიცე მერობიდან მამუკა პაპასკირმა მერის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.