„ფარნავაზ მეფის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია ქალაქში. ტროტუარების კეთილმოწყობა მოაწესრიგებს როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ავტომანქანების მოძრაობას და ბევრ პრობლემას გადაჭრის”- აღნიშნა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ქუჩის დათვალიერებისას.
ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება. მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, გადასასვლელებზე დაიგება რკინა-ბეტონის საფარი, დამონტაჟდება განათების ბოძები.