არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში გაიმართა „ფლექსის“ ფინალისტების შეხვედრა ახალგაზრდული კლუბის წევრებთან, რომლებმაც თავიანთი განცდები, ემოციები და გამოცდილებები გაუზიარეს კლუბის წევრებს.
ფოთიდან „ფლექსის“ ხუთი ფინალისტია, ესენი არიან არჩილ გვასალია, ანა სამურკასოვი, სალომე ახალაია, ალექსანდრე ნანეიშვილი,დავით ვადაქარია.
„ფლექსი არის კულტურული გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და ამერიკაში, რომელიც მოიცავს ერთწლიან სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში“- თქვა არჩილ გვასალიამ.
„ფლექსის“ ფინალისტი ბავშვები სექტემბერში გაემგზავრებიან ამერიკაში ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში.