მალთაყვის სანაპირო ზოლზე მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.ბულვარის სიგრძე 800 მ გაიზრდება და მშენებლობის მეორე ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მცირე არქიტექტურული ფორმებისა და საყვავილეების, გარე განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდება.
მალთაყვის სანაპიროზე უკვე მოწყობილია 3 კილომეტრიანი ბულვარი, პროექტის დასრულების შემდეგ ფოთს 7 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი ექნება.
პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან ფინანსდება და მიმდინარე წელს 2 მილიონ 780 ათასი ლარის სამუშაოები იქნა განსაზღვრული.
მშენებლობას კოპმპანია „ანტ სტროი ლტდ 2016“ ახორციელებს.