ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაზურაბ ალავიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ფოთის საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება. ცენტრი შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით. იგი 7 სამედიცინო ბრიგადით დაკომპლექტდება და პაციენტებს დროულ, ხარისხიან და სრულყოფილ მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში გაუწევს.

სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 339 000 ლარია.

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.