სამ. დეკ 3rd, 2024

ამ ლოზუნგებით გაიმართა დღეს თბილისში საპროტესტო აქცია (მსვლელობა), რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა.

პროტესტის მთავარი მიზანი არის ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, და კანონპროექტში “შრომის უსაფრთხოების შესახებ” პროფკავშირების მიერ ინიცირებული კომპონენტების ასახვა, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოების დარღვევების პრევენციას და შეამცირებს სტატისტიკას რომლის მიხედვითაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაცვალა 500-მდე და დაშავდა 800-მდე ადამიანი.