24-25 თებერვალს დასრულდა ორდღიანი ტრენინგი მასწავლებლებისთვის გაკვეთილის დაგეგმვაში, რომელიც სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიმართა.
ტრენინგის მიზანია პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა შეძლონ სწორად დაგეგმვა გაკვეთილის შიდა დაკვირვებისთვის. ორდღიან ტრენინგს ტრენერი ეკა გოგილაშვილი უძღვებოდა.
სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ინგა გვასალიას თქმით მასწავლებელთა ტრენინგები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ერთერთი მთავარი მიმართულებაა, სწორედ ამიტომაც სისტემატიურად იმართება მთელი საქართველოს მაშტაბით პედაგოგებისთვის ტრენინგები სხვადასხვა საგანში. ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიზანია სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უფლებების დაცვა.
ტრენინგებით კმაყოფილები დარჩნენ პედაგოგები. მათი თქმით საინტერსო და საფუძვლიანმა ტრენინგმა საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე.
სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აგრძელებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს, როგორც სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ისე სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის.