ფოთის მერის ახალი მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, აგრძელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი
სამსახურების მონახულებას. ამჯერად მერის მოადგილე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელთან, მარგო ჯანიაშვილთან და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ინგა გვასალიასთან ერთად საბავშვო ბაღებს ეწვია და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
როგორც ფოთის მერიაში განმარტავენ 2018 წელს ფოთის სკოლამდელი აღზრდის ხუთი საბავშვო ბაღის გაზიფიკაცია იგეგმება. ასევე ბაღების აღმზრდელების პედაგოგის სტატუსის მისანიჭებლად ადგილობრივი ხელმძღვანელობა გეგმავს გარკვეული ღონისძიებების გატარებას.
გიორგი ფარეშიშვილი ფოთის # 1, 6, 7, 9,13,5,8,10,16,17 სკოლამდელ დაწესებულებებში სამუშაო პირობებით, გათბობის , სანიტარული ნორმების დაცვის, კვების რაციონის, სასწავლო პროცესით და სხვა საკითხებით დაინტერესდა.