ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა 31-უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. საჩივრების

განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მოთხოვნა კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.რასაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხმაური მოჰყვა. საოლქო კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საოლქოში შემოსული 7 საჩივარი.

საჩივრების განხილვის პარალელურად საოლქოს წინ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები #31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას და გაუქმებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.

მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ და შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

საბოლოოდ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიგა გვასალიას დართეს ნება შიგნით შესულიყო საჩივრის დასაწერად, მაგრამ სამუშაო საათების ამოწურვის მომიზეზებით საჩივარი არ მიიღეს. თავის მხრივ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვალ გეგმავენ #70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას.