ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთის #70 საოლქოს წინასწარი მონაცემებით ფოთის საკრებულოში 7 პარტია შედის. 25 მანდატიდან 18 მანდატი ერგო ქართულ ოცნებას (51.54%),

2 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას (15.28%), 1 მანდატი ევროპულ საქართველოს (11.51%), 1 მანდატი შენების მოძრაობას (6.48%), 1 მანდატი პატრიოტთა ალიანსს (5.50%), 1 მანდატი დემოკრატიულ მოძრაობას (4.41%) და 1 მანდატი ლეიბორისტულ პარტიას (4.39%). ფოთის საკრებულოს წევრები გახდნენ: ქართული ოცნებიდან – ირაკლი კაკულია, ნინო ბაკურაძე, თამარ თოფურია, აკაკი დარჯანია, ხვიჩა ცხვიტარია, ზურაბ ჩაჩუა, ჯემალ მიგინეიშვილი, ბაქარი ერაგია, დავით ესებუა, აპოლონ ბჟალავა, თორნიკე შონია, დავით კვიციანი, ოლეგი ნაჭყებია, ბექა ვაჭარაძე, ზვიადი დგებუაძე, თორნიკე კირთაძე, მალხაზი ფოჩხუა, სამსონი კუტალია. ნაციონალური მოძრაობიდან – დათო ხომერიკი, დარეჯან ცხვიტარია. ევროპული საქართველოდან – ვახტანგ დარცმელიძე. შენების მოძრაობიდან – იაგორ თავართქილაძე. პატრიოტთა ალიანსიდან – მაია ჩხარტიშვილი. დემოკრატიული მოძრაობიდან – ოთარ ხარჩილავა. ლეიბორისტული პარტიიდან – მამუკა ხორავა.

ფოთის 70-საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ფოთის მერობის კანდიდატთა შედეგები ასე გამოიყურება:

1) გოჩა კურდღელია (“ქართული აქცია”) – 54,92%;
2) ვახტანგ დარცმელიძე (“ევროპული საქართველო”) – 13,49%;
3) მაკა ჯინჯოლის (“ნაციონალური მოძრაობა”) – 13%;
4) მაია ჩხარტიშვილი (“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) – 9,36 %;
5) ოთარ ხარჩილავა (“ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა”) – 8,09%;
6) თენგიზ ხოფერია (“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”) – 0,59%;
7) ინგა ჭანტურია (“ახალი საართველო”) – 0,54%.

პროპორციული სიით შედეგები:

1) “ქართული ოცნება” – 48,1%;
2) “ნაციონალური მოძრაობა” – 15,1%;
3) “ევროპული საქართველო” – 13,16%;
4) “შენების მოძრაობა” – 9,13%;
5) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5,79%;
6) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 4,26%;
7) “დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო” – 3,55%;
8) “თავისუფლება ზვიად გამსახურდიას” – 0,57%.