ფოთში „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის’’ ორგანიზებით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო დისკუსია თემაზე -„მეტი ქალი პოლიტიკაში“.
თვითმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქში გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცები -ქალაქის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები.
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრის დირექტორის ინგა გვასალიას თქმით დისკუსიის მიზანი გახლავთ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მოტივირება გახდნენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერის იდეის ლობისტები.
დისკუსიაზე მოწვეულებმა პოლიტიკაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იმსჯელეს პოლიტიკაში ქალთა აქტიურად ჩართულობის საკითხებზე და დასახეს კონკრეტული ამოცანები თვითმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის.
საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დამსწრეებს საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო და ასევე საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექნასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ ადამიანთა უფლებების დაცვა კი ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ქალსა და მამაკაცს შორის . ქალის ჩართულობა ქვეყნის მართვაში არის უმნიშვნელოვანესი, მეტი ქალი პოლიტიკაში არის მეტი პოზიტივი და მეტი სარგებელი. ჩვენი აქტიური მუშაობა ბევრ ნიჭიერ და უნარიან ქალს ჩართავს საზოგადოებრივ საქმიანობაში და შესაბამისად ამ უნარებს პრაქტიკული საქმიანობით განამტკიცებს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ საბჭოს მუშაობა არ კმარა, თვით საზოგადოება და თუნდაც მამაკაცები უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ. დარწმუნებული ვარ შედეგი არ დააყოვნებს. ქალები კი თავადაც უნდა გააქტიურდნენ და ჩვენი მხრიდან ისინი იპოვიან ერთგულ თანაშემწეს და თანამდგომს.“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.