სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აგრძელებს მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგებს. 1-2 ივლისს მეორე საჯარო სკოლაში აღნიშნული ორგანიზაციის
დაფინანსებით პროფესიულ უნარებში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მიზანია მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის გადამზადება. ორდღიან ტრენინგს ტრენერი მაია ბოჭორიშვილი უძღვებოდა.
სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ინგა გვასალიას თქმით მასწავლებელთა ტრენინგები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ერთერთი მთავარი მიმართულებაა, სწორედ ამიტომაც სისტემატიურად იმართება მთელი საქართველოს მაშტაბით პედაგოგებისთვის ტრენინგები სხვადასხვა საგანში. ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიზანია სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უფლებების დაცვა.
ტრენინგებით კმაყოფილები დარჩნენ პედაგოგები. მათი თქმით საინტერსო და საფუძვლიანმა ტრენინგმა საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით რამდენიმე დღის წინ, ორდღიანი ტრენინგები დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში (I-IV და I-VI) ჩატარდა.
სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აგრძელებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს, როგორც სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ისე სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის.