ორშ. დეკ 9th, 2024

სანიჩბოსნო სკოლის დირექტორობიდან ფრიდონ ბირკაის გათავისუფლების თაობაზე Msnews.ge-ს აბაშიდან სანიჩბოსნო სკოლის ყოფილი მწვრთნელი,
გოჩა სიმონია დაუკავშირდა და გვთხოვა მისი პოზიცია გაგვეჟღერებინა:

„ქალაქის მერს ირაკლი კაკულიას ბირკაიასთვის უთქვამს ნაციონალი ხარ, ზონდერი გყოლია სამსახურში, რომელიც იმიტომ დაინვალიდდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე გაგიშვიაო. როგორ შეიძლება ასეთი სიბინძურე თქვა ადამიანმა. არასოდეს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. ვმუშაობდი ჩემთვის. მართალია, იმ დღეს თბილისში ვიყავით, მაგრამ იმ ეპიცენტრთან ახლოსაც არ ვყოფილვართ. ჩვენ ვიყავით დიღომში. ნაციონალურმა პარტიამ ერთი დიდი ავტობუსი წაგვიყვანეს მხიარული სტარტების საგულშემატკივროდ. არც ერთი ფოთელი არ წასულა აქციაზე. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სპორტდარბაზს არ გავცდენილვართ. არც არავის გავუშვივართ”.

რაც შეეხება ტრამვას, სიმონიას დიაგნოზია დურალური მალფორმაცია, მე-11, მე-12 მალის დონეზე სისხლძარღვების შევიწროვება. სიმონიას მტკიცებით ფეხის ტკივილი 2007 წლის აგვისტოს თვეში დაეწყო და არასრული მკურნალობის გამო 2009 წლის შემოდგომაზე ეტლში აღმოჩნდა. მისთვის გაუგებარია, მის თბილისში წასვლას რა კავშირი აქვს ბირკაიასთან:

,,თითქოს ბირკაიამ გამიშვა დასარბევად მიტინგზე, ეს არის მტკნარი სიცრუე და ყურით მოთრეული ბრალდება რაღაც მიზეზის გამო. მაინტერესებს, ვინ მოიგონა ასეთი ტყუილი? ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ჩავალ ფოთში, ამიტომ მოვუწოდებ ვინც ეს სიცრუე გაავრცელა, ბოდიში მოიხადოს”.