ფოთი საერთაშორისო ფოლკლორის საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი ,,კავკასია 2017“ -ის ერთ-ერთი მასპინძელია. აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს
სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად ლატვიის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის,ისრაელის, რუსეთისა და სომხეთის ანსამბლები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 2 ივლისს ქალაქ ფოთში საზეიმოდ გაიხსნება
აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ მარკოიშვილს, პასუხისმგებელ მდივანს -მურმან გამისონიას და ქორეოგრაფთა კავშირის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიგლა თურქიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
,, მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ რეზო ჭანიშვილს და ფესტივალის ყველა მონაწილეს“- განაცხადა შეხვედრისას ქალაქის ვიცე- მერმა ლევან ჩოჩიამ.
საერთაშორისო ფოლკლორის საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი ‘’კავკასია 2017’’ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის და საქართველოს პროფესიულ-კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით იმართება.