ფოთში არჩევნების მეორე ტურმა ექსესების გარეშე ჩაიარა. 8 საათისთვის ყველა უბანი დაიხურა. არჩევნების მეორე ტურში 26 429 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა,
რაც დარეგისტრირებული ამომრჩევლების – 41, 04% გახლავთ .
ფოთის #70 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას თქმით არჩევნებმა ფოთში მშვიდ გარემოში ჩაიარა. ადგილი ჰქონდა მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს.