ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთის #4 საარჩევნო უბანზე მისული „მარკირება“ აღმოჩენილი თეა აბრამიძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას და ამ ინფორმაციას
აბსურდულს უწოდებს „მე არასოდეს არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი საიდან მოიტანეს ეს არასწორი ინფორმაცია“.

ხოლო რაც შეეხება მის მარკირებას, აბრამიძე ამტკიცებს, რომ არანაირი მარკირება მას არ ქონია და დღეს პირველად მივიდა უბანზე „ხელის გული მქონდა აქერცლილი და ამის შესახებ განვუმარტე კიდეც თავმჯდომარეს მაგრამ მან მაინც საეჭვოდ ჩათვალა და არ დამიშვა უბანზე ჩემი პოზიცია, რომ დამეფიქსირებინა.

61-ე მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განმარტებითაც აბრამიძის ხელმეორედ შემოწმებისას მას არანაირი მარკირება არ აღმოაჩნდა, მაგრამ რადგან უკვე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა ეს, ამიტომ მას არ აქვს უფლება ხმის მიცემის.