პარ. ნოე 22nd, 2024

„უკაცრავად ახლა კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ეს ნორმატივი შეიძლება ასე კარგად არ ვიცოდე. იქნებ ამაზეც ვინც საჯაროდ გისმენთ გაგცენ პასუხები“

– ამგვარი პასუხი მიიღო კითხვაზე გაზეთ „მთავარი თემა სამეგრელოში“-მ დღეს ზუგდიდში ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. კითხვა შეეხებოდა შრომით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საშუალებით შრომის სტანდარტების მნიშვნელოვან გაუარესებას.

ივანიშვილმა ჟურნალისტისგან კითხვის დაკონკრეტება მოითხოვა. ჟურნალისტმაც იქვე განუმარტა, რომ საუბარი ეხებოდა მთავრობის ბრძანებას – გაფიცვის უფლების შეზღუდვის დაწესებას მსხვილი ეკონომიკურ სექტორებში დასაქმებულებისთვის და და დადგენილებას – 48 საათიანი სამუშაო დღის წახალისების დამკვიდრებას.