დღეს ფოთში საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით,
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია საჯაროდ მოეწყო.
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბაღების დირექტორები, მეთოდისტები და აღმზრდელ პედაგოგები დაესწრნენ.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა, კანონპროექტის მიხედვით საბავშვო ბაღებში კვების, ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტი უნდა იყოს დაცული. აღნიშნულ პროექტზე მზადდება გაეროს ბაშვთა ფონდისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით ორი წელია მიმდინარეობს.
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ კანონპროექტით განისაზღვრება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი და იგეგმება პედაგოგების გადამზადება. კიდევ ერთი სიახლე რაც კანონპროექტს ახლავს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულო წესის შემოღებაა. ავტორიზაციას გაივლიან ის დაწესებულებები, რომელთა ინფრასტრუქტურა და სანიტარულ ჰიგიენური ნორმები მთავრობის მიერ დაწესებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. დაგეგმილია ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობაც. როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს აღმზრდელების ხელფასების მატებასაც.
ახალი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყება.