ფოთში, რუსთაველის რკალზე, ფარნავაზ მეფის N 1 საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გუმბათის კედელი ძლიერი ქარის შედეგად, ორჯერ ჩამოინგრა.
როგორც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჯამბურია ამბობს შენობის ფასადი რამდენიმე დღეში პირვანდელ იერ-სახეს მიიღებს.
გუმბათის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 10 000 ლარი. ჯამბურიას თქმით მოხდება შეფუთვა, კონსტრუქციული ნაწილების ჩამატება, ასევე გამოიცვლება სახურავის დაზიანებული ნაწილი.