ფოთს გამთენიისას ამოვარდნილმა ქარბორბალამ გადაუარა, რომელმაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა.
დილიდანვე შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და საგანგებო რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.
სტიქიასთან დაკავშირებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს დაითვლის.
ქარბორბალის შედეგად დაზიანებული ქუჩები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ დაათვალიერა.
სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი რუხაძისა და კლდიაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიაყენა. დაზიანდა აკაკის ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღიც.
მოსახლეობას პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შეექმნა. დღის ბოლომდე კი ქალაქისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.