საჯარო მოხელეთა კონკურსი კიდევ ერთხელ გადაიდო. ბოლო მონაცემებით, იგი სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო. როდის იგეგმება და რატომ ჭიანურდება საჯარო მოხელეთა კონკურსი, ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე გაგვიმარტავს.
მან აღნიშნული კონკურსის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები დაასახელა. სწორედ ამ ცვლილებებმა დღის წესრიგში ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება დააყენა.
მისი თქმით კონკურსის ჩატარების ვადა 2016 წლის 1ივლისამდე აქვთ და მათ ამჯერადაც ვადები არ დაურღვევიათ. ამჟამად მუნიციპალიტეტი ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე მუშაობს.
შუბითიძის განმარტებით ვაკანსიები გამოცხადება სხვადასხვა თანამდებობებზე და მსურველებტ ხელახლა მოუწევთ დარეგისტრირება.