ხუთ. ნოე 21st, 2024

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ქალაქში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ სოციალურად დაუცველი ოჯახები პირადად მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სასაჩუქრე ამანათები 50-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. ქალაქის მერის განცხადებით,მსგავსი საქველმოქმედი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.