ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთის ბაღებში დასაქმებულებს შრომითი ურთიერთობის დარეგულირების გარდა, პროფკავშირის მოთხოვნით ხელფასებიც გაეზარდათ.

უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაცია ითხოვს ქალაქის ბაღებში დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასის გაზრდას. რამდენიმე თვეში პროფკავშირების ამ მოთხოვნამ შედეგიც გამოიღო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო რეაგირება ამ საკითხზე და 8 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ხელფასის მომატების თაობაზე.

ამას წინ უძღობა ისიც, რომ პროფკავშირების მოთხოვნით გაიზარდა ბაღებში დასაქმებულებისთვის 2015 წლის სახელფასო ფონდი 160 ათასი ლარით. როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია ამბობს:

,,საბავშვო ბაღებში ძალიან რთული ვითარება გახლდათ როგორც ხელშეკრულებებთან, ისე ხელფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნით გამოსწორდა რამდენიმე პრობლემა, მაგალითად ხელშეკრულებების უქონლობა და, შესაბამისად, უხელფასობა. 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგვისას მოვითხოვე ბაღებში დასაქმებულების სახელფასო ფონდის გაზრდა, რაც იქნა გათვალისწინებული და ბაღების დაფინანსება 2015 წლისთვის გაიზარდა 200 000 ლარით, აქედან 160 ათასი ლარი დაემატება სახელფასო ფონდს, რაც აისახებოდა არა ყოველთვიურ ხელფასის გაზრდაზე, არამედ თვეთა რაოდენობაზე, თუ აქამდე 10 თვე ქონდათ ხელფასი, ახლა არც ერთი თვე არ მოუწევთ ხელფასის გარეშე მუშაობა, ამას დაემატება დეკემბრის თვის წახალისებაც. როგორც აღვნიშნე ეს 160 ათასი არ აისახებოდა ყოველთვიურ ხელფასზე, რამაც დასაქმებულებში უკმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ ისევ ზრუნვა დავიწყეთ ყოველთვიური ხელფასის გაზრდაზე. მარტში შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას.ვითხოვდით შესაძლებლობის ფარგლებში მომხდარიყო ხელფასის მომატება. მართალია, სხვადასხვა მიზეზების გამო დროში ცოტა გაჭიანურდა ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ 8 მაისს უკვე ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. როგორც შეხვედრისას გავიგეთ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე თანხები მოძიებული იქნა ბაღების ბიუჯეტის შიდა რესურსიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ბაღებში დასაქმებულებს შრომატევადი სამუშაო აქვთ და დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ, ხელფასები კი მიზერული ქონდათ“.

როგორც ირკვევა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ძალისხმევით, პრობლემა უკვე გადაიჭრა და ბაღებში დასაქმებულებს შრომით ხელშეკრულებასთან ერთად, 12 თვის განმავლობაში მიიღებენ ხელფას. ასევე, მათ ექნებათ დამატებითი ხელფასი წახალისების სახით დეკემბრის თვეში. ხოლო მაისიდან ყოველთვიურ ხელფასს მომატებულად აიღებენ.
მარი ჯავახია
ფოთი