ხუთ. ნოე 21st, 2024

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და გაურკვეველია როდის ჩატარდება საჯარო სამსახურებში კონკურსი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად შუბითიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რამდენიმე საკითხია განსახილველი და შესათანხმებელი.
უახლოეს მომავალში დაინიშნება კონკრეტული თარიღი.
შეგახსენებთ, რომ 41 ვაკანსიაზე 872 კაციდან 2400-მდე განცხადებაა შესული, აქვე აღვნიშნავთ, რომ ერთ ადამიანს რამდენიმე ვაკანსიაზე (5 ვაკანსიაზე) შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ფოთელების გარდა ფოთში სამსახურის დაწყების მსურველი სხვა რეგიონებიდანაც არიან.