შაბ. დეკ 7th, 2024

 ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  USAID-ისა  და  IFES-ის  ფინანსური მხარდაჭერით  პროექტის „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გამართა საინფორმაციო  შეხვედრები  თემაზე: მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩვენებზე.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ სამეგრელოში პროექტის კორდინატორმა ინგა გვასალიამსენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ნოსირში 23 სექტემბერს საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდა, იმ პროცედურების უკეთ გაცნობა, რაც არჩევნების დღეს უნდა გაიარონ.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრაზე  გამოიკვეთა ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნების შესახებ სათანადოდ არაა ინფორმირებული. შეხვედრაზე მყოფთაგან  არჩევნების მიმართ განწყობაც ნიჰილისტური გახლდათ. დამსწრეთა აზრით აუცილებელია ამომრჩევლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა თავისუფლად შეძლოს თავისი ნების გამოხატვა.

ერთ-ერთი ამომრჩევლის  ჯემალ  ჯავახიას აზრით ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მსგავსი რამ ჩვენს სოფელში არ ჩატარებულა. ძალიან ბევრი რამ გავიგე არჩევნების შესახებ. როგორც ტრენერმა აგვიხსნა წელს გამართულ  ელექტრონულ არჩევნებზე გაყალბების ასაცილებლად ყველა რისკი გათვლილია, იმედია მართლაც ასე იქნება“.

სოფელ ნოსირში მცხოვრები მაია ბოკუჩავას თქმით: ,, ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი  შეხვედრა იყო, პირველად მიწევს არჩევნებში მონაწილეობა, რადგან აქამდე საქართველოში არ ვცხოვრობდი და ბევრი რამ არ ვიცოდი არჩევნების შესახებ, ახლა კი ყველაფერში გავერკვიე . აუცილებელი იყო მსგავსი  შეხვედრს გამართვა. საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, რისთვისაც მადლობელი ვართ ტრენერის. და ამ ორგანიზაციის.

,, მადლობა  ამ შეხვედრისთვის. არაერთ არჩევნებში  მიმიღია მონაწილეობა, ვყოფილვარ დამკვირვებელიც და კომისიის წევრიც და მეგონა  ყველაფერი ვიცოდი არჩევნებზე, მაგრამ, აღმოჩნდა რომ თურმე ბევრი რამ არ მცოდნია, მ ითუმეტეს წელს სიახლეა ჩვენთვის ელექტრული არჩევნები, თავისთავად კითხვები მქონდა. სრულად დაკმაყოფილდა ჩემი ინტერესი. კარგი იქნება კიდევ თუ ჩატარდება და ხალხი გაერკვევა  ხმის მიცემის ახალ სისტემაზე -თავისი აზრი გამოთქვა ტრენინგის მონაწილე ირმა ჯავახიამაც.

ორგანიზაცია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს 6 რეგიონში უკვე ჩაატარა.