“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა აქციას ფოთის რკინიგზელებიც შეუერთდნენ.გაიფიცნენ სალიანდაგო განყოფილების თანამშრომლები და არსებული სამუშაო პირობები გააპროტესტეს.
რკინიგზის თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ – სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სტაჟისა და დამსახურების გათვალისწინებით და ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება და მეცამეტე ხელფასი. როგორც გაფიცულები აცხადებდნენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.
რკინიგზელების აქციას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და საქართველოს პროფკავშირების ყველა დარგის წარმომადგენელმა. აქციას ასევე შეუერთდა გაერთიანებული პროფკავშირების ფოთის ორგანიზაციაც და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დროულად გაითვალისწინონ გაფიცულების სამართლიანი მოთხოვნები. გაფიცვასთან დაკავშირებით ფოთის რკინიგზის ადმინისტრაცია ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს.