შაბ. დეკ 7th, 2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.
„როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.
ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით.
რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა მან.
ბრიფინგზე როგორც გაჟღერდა მართველ პარტიას დელეგატობის კანდიდატები სამეგრელოშიც ეყოლება.
ზუგდიდში იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გახლავთ.
ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია;
მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუში იქნება ბიზნესმენი ილია ინჯია.