შაბ. დეკ 7th, 2024
ფოთის საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზში დასრულდა ფოთის მე-17 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი -2024”.
ფესტივალის ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკემ, მათ შორის საერთაშორისო ოსტატებმა და დისოსტატებმა მიიღეს მონაწილეობა. მოჭადრაკეთა ეს რაოდენობა ფესტივალის ისტორიაში რეკორდულად დიდი მაჩვენებელია.
გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები და დიპლომები გადაეცათ.
ფესტვალის მთავარი – A ღია ტურნირის გამარჯვებული გიგა ყუფარაძე გახდა.
ფესტივალზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა:
შოთა ჭყონია – E ღია ტურნირის გამარჯვებული.
ლიზი სარიშვილი – E ღია ტურნირი, ქალთა კატეგორიაში I ადგილი.
დიანა ლომაია – A ღია ტურნირი, ქალთა კატეგორია – II ადგილი.
I ღია ბლიც ტურნირი – საუკეთესო შედეგი ქალთა შორის.
თოფურია სანდრო – 8 წლამდე ჭაბუკები, II ადგილი.
ნინო ლიპარტია – D ღია ტურნირი, ქალთა კატეგორიაში II ადგილი.
ნინო შურღულაია – 10 წლამდე გოგონები – III ადგილი.
წელს უკვე მეორედ ჩატარდა საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს გამორჩეული მასწავლებელის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალის აქტიური მონაწილის, გიორგი გამზარდიას სახელობის ბლიც ტურნირი.