ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთის მე-6 საბავშვო ბაღმა “ახალმოსახლეობა” იზეიმა. იგი იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში გახლდათ, მაგრამ მის გარემონტებას ვერ დაადგა საშველი.

ახლა კი იაპონიის საელჩოს ფინანსური დახმარებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბაღს რემონტი ჩაუტარდა. აპლიკანტი ორგანიზაცია კი “მედია და საზოგადოებაა”.

გარემონტებული ბაღი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა ზარგინავამ, იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ზეიმზე პატარებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს.

ფოთის მე-6 საბავშვო ბაღი უკვე რიგით მეოთხეა, რომელიც ფოთში იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. საელჩო ფოთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.