ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მივიღეთ. მათი განცხადებით, თვითიზოლაციაში 338, ხოლო კარანტინში 15 პირი იმყოფება.
„დღეისთვის მდგომარეობა არის მზარდი. სულ დარეგისტრირებულია 111 ახალი შემთხვევა. აქედან ერთი სტაციონარში იქნა გადაყვანილი, 4 საკარანტინე სივრცეში, დანარჩენი დატოვებულია ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო პერიოდში სულ აღრიცხულია კორონავირუსის 913 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 452, გარდაიცვალა -5. აქტიური პაციენტია – 456. თვითიზოლაციაში იმყოფება 338 პირი, კარანტინში -15. დღეს ტესტირება ჩაუტარდა 88 პირს“- განგვიცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.