ორშ. დეკ 9th, 2024

ზუგდიდის რაიონულ სასამართლო მოსამართლის  შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარ მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ირაკლი კაკულია 50 000 ათას ლარიანი, ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩია კი 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე უკვე გამოკითხულია და შესაბამისად მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ირაკლი კაკულიამ განთავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირველი კომენტარიც გააკეთა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემი შეფასება დადებითია, ოჯახთან ერთად ვარ და რა თქმა უნდა, მაინც სულ სხვა განწყობა მაქვს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამამართლებელი არის გამოტანილი, იმიტომ რომ ჯერ მიმდნარეობს სასამართლო პროცესი და ჩვეულებრივად გრძელდება. უბრალოდ შეიცვალა აღკვეთი ღონისძიება და მადლობა მინდა გადავცე ყველას ვინც გულშემატკივრტობდა და ვინც მიიღო კიდევაც მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.

ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას მტკიცებით, ამ საქმეზე კაკულიას და სხვა პირების დაკავების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან კაკულია გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არც კი უცდია დამალვა.

„თავიდანვე განვმარტე და ახლაც იმას ვამბობ, რომ ირაკლი კაკულიას და იმ პირების დაკავების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობდა. ვინაიდან ამ საქმის გამოძიება, კარგად იცით, რომ სამი წელი მიმდინარეობდა, ამიტომ ის პირიქით თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ჩვენებას აძლევდა, არ იმალებოდა და ხელს უწყობდა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე, თუნდაც მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი არ იყო და სასამართლომ სწორედ ეს დაინახა. გაათავისუფლა ირაკლი კაკულია გირაოს სახით 50 ათასი ლარის ოდენობით, რისი უზრუნველყოფასაც ჩვენ ვაპირებთ უძრავი ქონების მეშვეობით. შემდგომი სხდომა ჩანიშნულია მიმდინარე წლის 8 აპრილს ორ საათზე. ამასთანავე ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს პროკურატურასთან, იმ მხრივ რომ მოხდეს ისეთი გარიგება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება_“_ აღნიშნა ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალოსწინებს.