ორშ. დეკ 9th, 2024

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში 6 წლის იუბილე იზეიმეს. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საესტრადო სტუდია “ანა-ბანას” აღსაზრდელებმა საზეიმო კონცერტი მოაწყვეს.

საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” თამარ ფოფხაძის ხელმძღვანელობით ფოთში 2013 წლიდან ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრების ქვეპროგრამას. დღის ცენტრში 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები არიან დარეგისტრირებულნი. 2013 წლიდან დღემდე ,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურება 100-მდე ბენეფიციარმა მიიღო.