ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას ახალი ინვესტორი ქუთაისის სამშობიარო სახლი „ ბომონდი“ ჰყავს, განუცხადა msnews.ge-s სამშობიარო სახლის დირექტორმა ნანი მორგოშიამ. როგორც მორგოშია ჩვენთან საუბარში ამბობს ფოთს მალე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ექნება, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.
„ ველოდებით რეგულირების სააგენტოდან გადაწყვეტილებას, რომ ახალი თანამედროვედ აღჭურვილი, ლაბორატორია ჩამოგვიტანონ, ასევე უნდა გადმოგვცენ სასწრაფო დახმარების მანქანა. 8 თვის შემდეგ, როდესაც გაიხსნება ახალი სამშობიარო სახლი მოხდება ახალი მედ-პეროსნალით დაკომპლექტებაც, თუმცა ძირითადი ბირთვი მაინც არსებული კოლექტივისგან იქნება შემდგარი“-განაცხადა მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ ფოთის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება 2019 წლის 15 თებერვალს შეუჩერდა, მიზეზად სტანდარტებთან შეუსაბამო პირობები დასახელდა.