აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი.
5-წლიანი პროექტი- „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართლი 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.