ამის შესახებ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ შენობის დათვალიერებისას განაცხადა.
ნგრევის პირას მისულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აქ ახალი უმაღლესი სასწავლებელი განთავსდება, რომელიც თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
შენობა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აშენდა. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.
“წლების წინ დაწყებული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად, მალე სასურველი შედეგით დასრულდება. მიუღებელია ასეთი ძეგლის განადგურება. ჩვენი ძალისხმევით, ფოთს შევუნარჩუნებთ უნიკალური არქიტექტურის შენობას და შევძენთ უმაღლეს სასწავლებელს, რითაც ხელს შევუწყობთ ქალაქის მომავალ განვითარებას. ამ მნიშვნელოვან საქმეში აუცილებელია ფოთელთა აქტივობასთან ერთად კერძო სექტორის ჩართულობა“_ განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ.
უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შეძენს და იგი ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას და დასაქმებას.