კვი. ნოე 24th, 2024

დღეს ფოთში საკრებულოს სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვას ოპოზიციის მხრიდან მწვავე დაპირისპირება და კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

სახელმწიფოს აუდიტის სამსახურმა ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის კუთხით დასკვნა გამოაქვეყნა , რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, მათ შორის ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნის დეტალურ განხილვას საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით ხომერიკი შეეცადა, რასაც უმრავლესობის წევრთა გამოხმაურება მოყვა.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იზიარებს აუდიტის დასკვნის შინაარს, „ აუდიტის დასკვნის რეკომენდაციას ვეთანხმები, ეს არის გასათვალისწინებელი, ვინც აკეთებს მათ აქვთ ხარვეზები. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოცემული ხარვეზები გამოასწოროს“- განაცხადა კაკულიამ.