ფოთში საჯარო სკოლის VII – XII კლასების მათემატიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომელიც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა სპმთპ-ის ა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ პროექტის – „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“ ფარგლებში განახორციელა.
პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო კლასებში მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო კლასების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, მათი ჩართვა გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკისა და მიღწეული შედეგების გაანალიზების პროცესში. მათემატიკის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ზოგადი პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასწავლებელთა სამი სამუშაო შეხვედრის ჩატარება.