ფოთში დიდი საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსისა და პუბლიცისტის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავი აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით რეაბილიტირებული ნიკო ნიკოლაძის კოშკიც გაიხსნა. კოშკის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის „ქართუს“ მიერ იქნა დაფინანსებული. რესტავრაცია ჩაუტარდა კოშკში განთავსებულ ნიკოლაძისეული ავეჯსა და ნივთებს.
ასევე მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზს დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუმრებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორს ელენე გაბლიანს ფოთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.